weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ ექსპლუატაციაში შესვლა შეაჩერა

16:29 სამშაბათი, 22 თებერვალი 2022

რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების ფონზე, გერმანიამ გაზსადენი „ჩრდილოეთი ნაკადი 2-ის“ ექსპლუატაციაში შესვლის საკითხი შეაჩერა. გამოცემა Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ამის შესახებ დღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. 

გერმანიის მთავრობის მეთაურის თქმით, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის სამინისტროს სთხოვა, მიწოდების სანდოობის ანალიზის შესახებ ანგარიში გამოიწვიოს.

„ტექნიკურად ჟღერს, მაგრამ  ადმინისტრაციული კანონმდებლობით ეს აუცილებელი ნაბიჯია, რათა გაზსადენის სერტიფიცირება არ მოხდეს“, – განაცხადა კანცლერმა.

სერტიფიცირების გარეშე გაზსადენის ექსპლუატაციაში შესვლა შეუძლებელი იქნება. 

ოლაფ შოლცის თქმით, ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტი ახალ ანგარიშს მოამზადებს ბოლო რამდენიმე დღეში მომხდარი ცვლილებების გათვალისწინებით. 

როგორც კანცლერმა თქვა, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია თავიდან იქნეს აცილებული შემდგომი ესკალაცია და კიდევ ერთი კატასტროფა. 

„ამისკენ არის მიმართული ყველა ჩვენი დიპლომატიური ძალისხმება“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ რუსეთიდან გერმანიისკენ მიმავალი 1230 კილომეტრი სიგრძის მილსადენია. მისი მშენებლობა გასული წლის სექტემბერში დასრულდა, თუმცა ჯერ არ არის ექსპლუატაციაში შესული. ის ორჯერ ზრდის მანამდე არსებული „ჩრდილოეთის ნაკადის“ სიმძლავრეს და ორივე ერთად წელიწადში, ჯამში, 110 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივ აირის გატარების შესაძლებლობას იძლევა. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, რომელიც რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომს“ ეკუთვნის, ბალტიის ზღვის ქვეშ გადის და გვერდს უვლის უკრაინასა და პოლონეთს. გერმანია რუსული გაზის უმსხვილესი შემსყიდველია და  მოხმარებული ბუნებრივი აირის დაახლოებით ნახევარს სწორედ რუსეთისგან იღებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]